ბაზისბანკის კაპიტალი გაიზარდა

ბაზისბანკი, კაპიტალში დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, კაპიტალს ზრდის. 2024 წლის 16 თებერვლის აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბაზისბანკმა განახორციელა ჩვეულებრივი აქციების ემისია.

ბაზისბანკის მიერ ემიტირებული აქციები, უმსხვილესი აქციონერის „ხინჯიანგ ჰუალინგ ინდუსთრი ენდ თრეიდ (გრუფი) ქო“-ს მიერ სრულად იქნა შეძენილი 26.5 მილიონ ლარად. შედეგად კი, ბაზისბანკის საზედამხედველო კაპიტალმა 611 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„ბაზისბანკის უმსხვილესმა აქციონერმა, ბანკისადმი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად, კაპიტალში ინვესტიცია 26.5 მილიონი ლარით გაზარდა, რაც ხელს შეუწყობს ბანკის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას და ბიზნესებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაზარზე 30 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ჩამოვყალიბდით ერთ-ერთ უმსხვილეს უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს. ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3.5 მილიარდ ლარს აჭარბებს.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს