შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2023 წელს, უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩაატარა, 2527 შემთხვევაში კი სანქცია გამოიყენა

შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2023 წელს, უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩაატარა და 2527 შემთხვევაში სანქცია გამოიყენა, მათ შორის, 361 შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა. 643 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 1523 შემთხვევაში - გაფრთხილება.

„შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება. ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქციები: გაფრთხილება - 1523, საქმიანობა შეუჩერდა -361, ჯარიმა -643.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევებია: ობიექტზე სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩაუტარებლობა, დასაქმებულთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის არარსებობა, ობიექტზე რისკების შეუფასებლობა; ობიექტის კოლექტიური დაცვის საშუალებებით აღჭურვის არ არსებობა; ობიექტზე პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთის განუთავსებლობა; ობიექტზე შეუმოწმებელი ტექნიკური აღჭურვილობა; შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არყოლა ობიექტზე,“ - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირებები შეეხო 81 904 -მდე დასაქმებულ პირს.

„მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს ჩატარებული ინსპექტირებები რამდენჯერმე აღემატება წინა წლის (2022) მონაცემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველივე შემოწმებისას ობიექტების 51%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები.

სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 2018 წელთან შედარებით, 42%-ით არის შემცირებული. 2023 წელს სამუშაო ადგილზე 34 ადამიანი გარდაიცვალა,“ - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს სამუშაო ადგილზე 35 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე