სოფელ დიღომში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მაისში დასრულდება.

„საბურთალოს გამგეობამ სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე, 3 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაში იყო. ადგილზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე. ასევე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები დამონტაჟდება”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა