გია ვოლსკი - საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება უსამართლოა - სტრატეგიული მავნებლური პოლიტიკაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ატარებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება უსამართლოა.

მისივე თქმით, „ეს არის სტრატეგიული მავნებლური პოლიტიკა, რასაც ატარებს სალომე ზურაბიშვილი, ვისაც ძალიან ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს".

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ზურაბიშვილი საბოტაჟს ეწევა.

„დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მაღალი დონის პროფესიონალური ცესკო, რომლის თავმჯდომარე არის წარმოდგენილი სალომე ზურაბიშვილის მიერ. გამოუცხადეს საბოტაჟი, მოახდინეს მისი ბულინგი და დღეს ასეთი არასწორი პოლიტიკური მიდგომის ტირაჟირება ხდება, რაც არის კიდევ საბოტაჟის ნაწილი.

არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომ აჭიანურებს პროცესს, ვეტოს ადებს. ეს არის ზედაპირზე რაც ჩანს. ამის იქით გავიხედოთ, ეს არის სტრატეგიული მავნებლური პოლიტიკა, რასაც ატარებს სალომე ზურაბიშვილი, ვისაც ძალიან ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ მიიღო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება