პარის ლოდრონის ზალცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარ ფრანც კოკს ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, პარის ლოდრონის ზალცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარს, ფრანც კოკს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოქტორ ფრანც კოკს დიდი წვლილი მიუძღვის ბსუ-ს ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში.

მეცნიერ-მკვლევარი ფრანც კოკი არის ზალცბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, ზალცბურგის, ტირანას, ლუბლიანას, სკოპიეს, სარაევოს და სხვა პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთო სამაგისტრო პროგრამის - PoSIG და კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების, სტუდენტთა კონსულტირებისა და „ერაზმუს+“-ის ოფისის კოორდინატორი, ხელმძღვანელობს ზალცბურგის ეკოენერგიის გაცვლის ასოციაციას.

„პოლიტიკის მეცნიერების დოქტორ ფრანც კოკის სამეცნიერო კვლევის სფერო შედარებითი პოლიტიკაა და ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის (მონოგრაფიის).

მეცნიერ-მკვლევარ ფრანც კოკის ხელშეწყობით 2015 წელს დაიწყო ზალცბურგის პარის ლოდრონისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობა. მისი ინიციატივით დაიგეგმა ბსუ-ს ჩართვა „Erasmus+“-ის K-107 ის კონსორციუმში, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრივად საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობისა და პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობის ორგანიზებასა და „ერაზმუს +“-ის გრანტით დაფინანსებას.

2016 წლიდან პოლიტიკის მეცნიერების დოქტორ ფრანც კოკის ხელშეწყობითა და ინიციატივით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ზალცბურგის, ტირანას, ლუბლიანას, სკოპიეს, სარაევოს და სხვ. პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთო სამაგისტრო პროგრამის - PoSIG განხორციელების პროცესში, სადაც ბსუ-ს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფუნქციას პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინტერნაციონალიზაციის პროცესში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა წარმოადგენდა. დღემდე PoSIG-ის პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიურ სემინარებში მონაწილეობას იღებს ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული სპეციალისტები. სემინარები ძირითადად სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

ტრენინგები პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და იმპლემენტაციის და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ.

ინტერნაციონალიზაციის გაღრმავების მიზნით კონტაქტ-ჯგუფების შეხვედრა, იდეების გენერირება და გასვლა, ერთობლივი კვლევითი და სხვა სახის საერთაშორისო პროექტების (TEMPUS, Capacity Building, Erasmus +, Horizon 2020) შემუშავების მიზნით არაფორმალური კონსორციუმის ჩამოყალიბება. ამ ფორმატში ბსუ-ს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა თსუ-ს, ჯიპა-ს, ზალცბურგის, ვარშავის (პოლონეთი), ტირანას (ალბანეთი), ლვოვის ივანე ფრანკოს უნივერსიტეტის (უკრაინა), ერევნის არა ერთი პროექტი წარადგინეს როგორც ევროკომისარში, ისე ავსტრიის პარტნიორთა პროგრამა განათლებისა და კვლევის განვითარებისთვის.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ევროპის რეგიონის პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში არსებული აქტუალური საკითხები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს