BBC - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ფოტოებთან და ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.

„20 თებერვალს, შუადღისას, უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, HIMARS-დან დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს“, - წერს BBC.

BBC-ის ცნობით, საწვრთნელ ბაზაზე რუსეთის 36-ე მოტომსროლელთა ბრიგადის მე-4, მე-5 და მე-6 ასეულის სამხედროები იმყოფებოდნენ და რუსეთის 29-ე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის ვიზიტს ელოდებოდნენ.

BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც უკრაინული და არც რუსული მხარე ადასტურებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია