სოფო ჯაფარიძე - ახლა უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია, მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი

გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავალთ. ახლა უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია, მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გორში განაცხადა, სადაც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საფრთხის ქვეშ არის. ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, სააკაშვილი გაათავისუფლოს.

„გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. ხედავთ რამხელა რიგებია ყველგან, სადაც ჩავდივართ. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავალთ და ახალ უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია და მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ გათავისუფლდეს რაც შეიძლება სწრაფად მიხეილ სააკაშვილი. ის იმყოფება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და უნდა იქნას გათავისუფლებული. კიდევ ერთხელ მივმართავ და კიდევ ბევრჯერ მივმართავ მას (ზურაბიშვილს) - შეხედეთ რა ხდება მთელ საქართველოში, რამდენი ათასი ადამიანი დგას რიგში, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას გათავისუფლებული. ქალბატონო სალომე, ხედავთ რომ ევროპარლამენტშიც კი იწყება ხელმოწერების კამპანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი. ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ხედავთ, რომ მართლაც მთელი საქართველოს მასშტაბით ათასობით ადამიანი რიგებში დგას, რათა ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნას.

მე მჯერა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და სადაც იბრძვის მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო, აუცილებლად გამოიღებს შედეგს,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე