„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის Ads მენეჯერის ვებინარს გამართავს

საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით 23 თებერვალს, 19:00 -ზე Ads მენეჯერის ვებინარი - „როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური შეთავაზებები 3 და 8 მარტისთვის Ads მენეჯერით” გაიმართება.

ბანკის ცნობით, ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, თუ როგორ შექმნან ფასდაკლების, „ქეშბექის“ ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება 1,400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლისთვის Ads მენეჯერის დახმარებით - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე და გაზარდონ ბიზნესის გაყიდვები. ამასთანავე, ისინი მიიღებენ ინფორმაციას ციფრული სასაჩუქრე ბარათების შესახებ, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი საუკეთესო საჩუქრად აქციონ.

ინფორმაციის თანახმად, ვებინარი გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდას და განვითარებას. შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა - Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს და ის ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. Ads მენეჯერის და სასაჩუქრე ბარათების გამოყენება ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან გაზაფხულის დღესასწაულები ახლოვდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ელოდება მათთვის საინტერესო შეთავაზებებს. ვებინარზე ვისაუბრებთ Ads მენეჯერის ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც ბიზნეს მომხმარებლებისთვის 1 სივრცეში არის ხელმისაწვდომი, როგორ უნდა გამოიყენონ ის. ეს კიდევ ერთი კარგი ინსტრუმენტია მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია