გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - ამბობთ, რომ სომხეთზე და აზერბაიჯანზე უფრო მაღალი გაქვთ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა, მაშინ რატომ არის ჩვენთან უფრო მეტი უმუშევრობა? - იქნებ, ბიუჯეტიდან ელიტისკენ მიდის ფული და არა ხალხისკენ?!

ამბობთ, რომ სომხეთზე და აზერბაიჯანზე უფრო მაღალი გაქვთ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა, მაშინ რატომ არის ჩვენთან უფრო მეტი უმუშევრობა? რა ხდება?! -იქნებ, ბიუჯეტიდან ელიტისკენ მიდის ძირითადად ფული და არა ხალხისკენ?! - ამ კითხვით „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მიმართა, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფია წყალი და ყველა პროდუქტი მეზობელ ქვეყნებში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში.

„კითხვა მაქვს თქვენთან, ერთი ბოთლი წყალი რატომ ღირს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში? რატომ არის ყველა პროდუქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში? მაგალითად, კილო კარაქი რატომ ღირს უფრო იაფი თურქეთში? 20 ლარია დაახლოებით იქ ფასი და საქართველოში რატომ ღირს 30 ლარი.? 15 კვერცხი რატომ ღირს იქ 4 ლარნახევარი და საქართველოში 10 ცალი -5.50- 5.70 ლარი. წყალს მიაქვს ეს ქვეყანა, წყალია საქართველოში ყველგან, რატომ დგას სარფის საზღვარზე რიგები, რომლებიც პროდუქტის საყიდლად გადადიან თურქეთში და შემდეგ მოაქვთ თავის ოჯახებში? რატომ ხდება, რის ბრალია, რომ ასეთი სიძვირეა ქვეყანაში? ამ ციფრებზე რომ ლაპარაკობთ, ეს ხომ ხალხისთვის არის?!

რატომ არის საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მაღალ დონეზე მთელ რეგიონში? სომხეთში, აზერბაიჯანში უფრო ნაკლებია უმუშევრობის დონე, აღარაფერს ვიტყვი თურქეთზე - უფრო ნაკლებია, რუსეთშიც უფრო დაბალია უმუშევრობა, შავი ზღვისპირეთში ყველგან დაბალია უმუშევრობის მაჩვენებელი. გეკითხებით, რატომ არის საქართველოში ასეთი უმუშევრობის მაჩვენებელი? ხომ ამბობთ, რომ სომხეთზე უფრო მაღალი გაქვთ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა, აზერბაიჯანზე მეტი გვაქვსო ეკონომიკა, ხომ ამბობთ? მაშინ რატომ არის ჩვენთან უფრო მეტი უმუშევრობა. გაეცით ამ კითხვას პასუხი, რადგან თქვენ მთავარი ფინანსისტი ხართ ამ ქვეყანაში. რა ხდება, იქნებ, ბიუჯეტიდან ელიტისკენ მიდის ძირითადად ფული და არა ხალხისკენ, ეს ხომ არ არის ამის მიზეზი?!’- განაცხადა ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო