თეიმურაზ ჯანაშია - ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა

ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი და მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიზირებულია და მისი წარმოება "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილზე ვენდეტაა.

"თემურ მღებრიშვილის ჩვენება რა თქმა უნდა, (დადასტურებაა), რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო პრეზიდენტის, პრემიერის განკარგულება შეესრულებინა, ეს შავით თეთრზე დაწერილია. აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, ერთი და იმავე ქმედებებზე, პრეზიდენტს შეიძლება წაუყენონ ბრალი, მეორეს - არა. ერთმა შეიძლება თვითმფრინავი იქირავოს და თავისი შვილი სადღაც გაასეირნოს, მეორე შეიძლება მიუნხენის კონფერენციაზე ჩავიდეს თვითმფრინავით და ბრალი წაუყენონ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის საკითხი. ეს საკითხი მაშინ დასრულდება, როცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არჩევნები დასრულდება",- განაცხადა ჯანაშიამ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა, მანაც თემურ მღებრიშვილის მსგავსად განაცხადოს, რომ პირად ხარჯებზე, რომელიც გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს, შვილის სწავლის დაფინანსებას შეეხება, განკარგულება არ მიუღია, უპასუხა, რომ "სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არასდროს შეუსრულებია უკანონო გადაწყვეტილება".

კითხვაზე, კანონიერი იყო თუ არა შვილის სწავლის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდა, ჯანაშიამ დადებითი პასუხი გასცა.

"რა თქმა უნდა, ეს იყო ბრძანებით გათვალისწინებული, რაც სავალდებულო იყო შესასრულებლად. ისევე, როგორც სახელმწიფო წესით იხდის ნებისმიერი ელჩის შვილების სწავლის გადასახადს და ა.შ. ეს არის ბრძანებები, რომელიც გამოიცემა. ბრძანებები გამოიცემა იმისთვის, რომ შესრულდეს", - განაცხადა ჯანაშიამ.

კითხვაზე, ბოტოქსის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდაც იყო თუ არა კანონიერი, ჯანაშიამ უპასუხა, რომ ეს სააკაშვილს "მკურნალობის მიზნით ესაჭიროებოდა".

„ბოტოქსი იყო ის საჭიროება, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია სასამართლოზე, მან დაადასტურა, რომ ამ სახის მანიპულაციები, ეს ბოტოქსი იქნებოდა, თუ სხვა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა",- განაცხადა ჯანაშიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო