მაია ბითაძე - მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც აჩვენებს, რომ შოვის ტრაგედია ოპოზიციამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათ შორის, შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ბითაძის თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთად გააქტიურებულ ხუთ სტიქიურ მოვლენას, ვერანაირი განგაშის სისტემა თავიდან ვერ აგვაცილებდა.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვერანაირი განგაშის სისტემა ადგილზე, ვერ აგვაცილებდა ამ ძალიან დიდ ტრაგედიას თავს. ჯერჯერობით მსოფლიოში არ გამოგონილა იმგვარი განგაშისა და პრევენციის მეთოდოლოგია, რომელიც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, სწრაფად დინამიკაში მოყვანილ ხუთ სტიქიურ მოვლენას ააცილებს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანას. შესაბამისად, ყველა ეს ბინძური ტყუილი, რომელიც მუდმივად ისმის - ცილისწამება, სიცრუის ტირაჟირება ჩვენი ოპოზიციის და ზოგიერთი ვაი-ექსპერტის მხრიდან, მხოლოდ იქით არის მიმართული, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა დაზაფრონ და მოატყუონ." - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის