შვედეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი - რუსეთი შვედეთის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს

რუსეთი შვედეთის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ შვედეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, შარლოტა ფონ ესენმა განაცხადა.

„ჩვენ ყველამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერიოზულ ვითარებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. უპირველეს ყოვლისა, რუსეთი, მაგრამ ასევე ჩინეთი და ირანი შვედეთისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. გარკვეულწილად, უსაფრთხოების არსებული სისტემის შესაცვლელად ისინი ერთად მუშაობენ“, - განაცხადა შარლოტა ფონ ესენმა.

შვედეთის უშიშროების სამსახურის ოპერაციების ხელმძღვანელმა, ფრედრიკ ჰოლსტრომმა აღნიშნა, რომ დასავლეთიდან რუსი ჯაშუშების გაძევებასთან ერთად, მოსკოვი ტაქტიკას ცვლის და „უფრო ოპორტუნისტულ მეთოდებს იყენებს“.

შეგახსენებთ, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება უნგრეთის გარდა, ალიანსის ყველა სახელმწიფომ მოახდინა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა