გია ცაგარეიშვილი - თუ სალომე ზურაბიშვილი ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვს გადააბიჯებს და იტყვის: „უკაცრავად, ეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია" , მაშინ აფერუმ მის ქალობას

ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი არის აბსოლუტურად ხილული და თუ ზურაბიშვილი ამ ჯაჭვს გადააბიჯებს და იტყვის, უკაცრავად, ეს ყველაფერი "ფეხებზე მკიდია" , მაშინ აფერუმ მის ქალობას , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მორალური თვალსაზრისით წარმოუდგენელია და მან სასჯელი უნდა მოიხადოს, რადგან ის უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული.

"იმედს ვიტოვებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლო უხილავ ძაფსაც არ გაწყვეტს იმ 1 200 000 ამომრჩეველთან, რომელმაც ის შეაბრძანა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტად. გარდა იმისა, რომ ის ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებელია ყველაფრით საერთოდ, იგი პასუხისმგებელია იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, რომელთა პატივსაცემად იგი არა ერთ და ორ აქციაში იღებდა მონაწილეობას.

ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი არის აბსოლუტურად ხილული და თუ ზურაბიშვილი ამ ჯაჭვს გადააბიჯებს და იტყვის უკაცრავად ეს ყველაფერი "ფეხებზე მკიდია", როგორც მანამდე ბევრ რამეზე თქვა, რომ ყველაფერი "ფეხებზე მკიდია", მაშინ აფერუმ მის ქალობას. აქ ქალობაზე და ადამიანობაზეა საუბარი, იმიტომ, რომ ისიც დედაა, შვილები ჰყავს, შვილიშვილები ეზრდება და ირინა ენუქიძესაც უნდოდა, რომ შვილი ჰყოლოდა, მაგრამ გამოაცალეს ხელიდან. ეს უნდა გაიაზრო. რაღაცა ხომ არსებობს ამ ქვეყანაში? თუ აღარ არსებობს აღარაფერი? გავიგე, რომ თავზე ხელი აქვთ აღებული ვიღაც ვიღაცებს, მაგრამ ასეთი გადალაჯება ყველაფერზე მე მგონი, წარმოუდგენელი ამბავი იქნება.

სადაც არ უნდა მოაწერონ ხელი, გინდათ ევროპარლამენტში, გინდათ ქვეყნის შიგნით, გინდათ ქვეყნის გარეთ, გამორიცხულია ეგ ამბავი აბსოლუტურად. ადამიანმა უნდა მოიხადოს სასჯელი. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილმა რაც უნდა ის გააკეთოს, ბუნებრივია, ამაში ვერავინ შეზღუდავს, მე მორალურ მხარეზე ვსაუბრობ. ჩემი გადმოსახედიდან ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ სააკაშვილი არის უმძიმეს დანაშაულებში მხილებული", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება