გიორგი კალანდარიშვილი - გიორგი სიორიძე ვერ გამოვიდა პარტიული მიკერძოებიდან - ასეთი პირის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება, კოლაფსი იქნებოდა

გიორგი სიორიძე ვერ გამოვიდა პარტიული მიკერძოებიდან , - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პირი პარტიის მიერ არის დანიშნული თუ პროფესიული ნიშნით არჩეული, ვალდებულია მოქმედებდეს ადმინისტრაციის ინტერესებით.

თუმცა, მისი თქმით, ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე მოადგილის პოზიციის გაუქმება.

„ადმინისტრაციის საქმიანობაში მნიშვნელოვანი პერიოდი დგას, ვემზადებით 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე მოადგილის პოზიციის გაუქმება, რომელსაც ამ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ინსტიტუციის საქმიანობაში არაფერი გაუკეთებია. ვერ გამოვიდა პარტიული მიკერძოებიდან და არა თუ პარტიული მიკერძოებიდან გამოვიდა, არამედ რამდენიმე კვირის წინ, მან პოლიტსაბჭოს წევრის პოზიცია დაიკავა და ამით უფრო გაიმყარა პოლიტიკური პარტიული ბეგრაუნდი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ პირი პარტიის მიერ არის დანიშნული თუ პროფესიული ნიშნით არჩეული, პირველ რიგში, ის ვალდებულია მოქმედებდეს ადმინისტრაციის ინტერესებით. რა თქმა უნდა, პოლიტიკური და პარტიული დღის წესრიგი უნდა დატოვოს.

ყველასთვის ხელმისაწვდომია ის განცხადებები, სადაც ის პარტიული მიკერძოებიდან ვერ გამოვიდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე მოსაზრებით, სრული კოლაფსი იქნებოდა ასეთი პირის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ მოქმედ თავმჯდომარეს, მოქმედ კომისიის წევრს უფლებამოსილება უგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ახლით ჩანაცვლება. შესაბამისად, ჩემი უფლებამოსილების ვადა სრულ უფლებამოსილებაშია და არის მანამ, სანამ მოხდება ახლით ჩანაცვლება.

პირს, რომელსაც თავმჯდომარის მოადგილეობაზე აქვს პრეტენზია და ამბიციები აქვს ადმინისტრაციის მართვასთან დაკავშირებით, არა ერთი გადაწყვეტილება გვინახავს, როდესაც მის მიერ მხარდაჭერილი არ ყოფილიყო. ეს იმაზე მიუნიშნებს, რომ სრული კოლაფსი იქნებოდა ასეთი პირის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

კითხვაზე, რა უფლებამოსილება აქვს თავმჯდომარეს, რომლითაც შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ „მოადგილის პოზიციის ყოფნა არ ყოფნას კომისიურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში ვერანაირი გავლენა ვერ ექნება“.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე