სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან

ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან, - ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააგენტო განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ირანის მოქალაქეებისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიცემის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომების შესახებ და მას ცრუს უწოდებს.

„ბოლო დროს ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არაერთი ცრუ ინფორმაცია ირანის მოქალაქეებისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიცემის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომების შესახებ, რაც გამოიხატებოდა თითქოსდა, მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და სხვა უკანონო ქმედებებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ მიგრაციულ პროცესებში ჩართული სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში ცხოვრების უფლების მიღების მსურველთა საქმეებს განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, ყოველგვარი დისკრიმინაციული მიდგომების გარეშე, აღნიშნულზე მეტყველებს 2022-2023 წლის სტატისტიკური მონაცემები. კერძოდ, ხსენებულ პერიოდში საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღო ირანის 3 811-ზე მეტმა მოქალაქემ.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან.

ხსენებული ე.წ. შუამავლები გარკვეული გასამრჯელოს მიღების საფუძველზე იძლევიან ცრუ დაპირებებს, ირანის მოქალაქეებს უმზადებენ ფიქტიურ დოკუმენტაციას და მიზნად ისახავენ სახელმწიფო უწყებების შეცდომაში შეყვანას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ნუ ისარგებლებენ მსგავსი არალეგალური სერვისებით და ნებისმიერი მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე მიმართონ და ინფორმაცია მიიღონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

აქვე გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნებისმიერ ფაქტსა თუ ინფორმაციას, მიგრაციის პოლიტიკის განხორციელების დროს ცალკეული უწყებების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ უკანონო აქტივობებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მოყვება უმკაცრესი რეაგირება”, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში