ანალენა ბერბოკი სერგეი ლავროვს - თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, საკუთარ ხალხს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი

თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, თუ აფასებთ საკუთარ ხალხს, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი, - ასე მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

”თუ რუსეთი შეაჩერებს ამ ომს ახლა, ხვალ მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმავალი გზა ფართოდ გაიხსნება”, - დასძინა ბერბოკმა.

მისი თქმით, ბრაზილია, უკრაინიდან 10 000 კილომეტრში, შეიძლება ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებულად აღიქვამდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის ომი მოუწოდებს ყველას, მტკიცედ დაიცვან ძირითადი პრინციპები, რადგან რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი.

„ეს ომი მოგვიწოდებს ყველას, მტკიცედ დავიცვათ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს: გაერო-ს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ვინაიდან ეს პრინციპები იცავს ყველა ერს. რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა