ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ რაკეტები, სარაკეტო გამშვები და დრონი გაანადგურეს

ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სარაკეტო გამშვები და დრონი გაანადგურეს.

ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ რაკეტები, გამშვები და დრონი „წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის“.

შეგახსენებთ, იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში ნოემბრის შემდეგ არაერთი სარაკეტო და დრონით თავდასხმა განახორციელეს, რაც, მათი მტკიცებით, ღაზაში მიმდინარე ომის გამო პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია