პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტიდან დღემდე, ისრაელის იერიშებს სულ მცირე 29 313 პალესტინელი ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქ რაფაჰის მიმართულების ისრაელმა მორიგი ავიაიერიშები განახორციელა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

მათივე ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტიდან დღემდე, ისრაელის იერიშებმა სულ მცირე 29 313 პალესტინელი შეიწირა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მათ ღაზას სექტორის ქალაქ ხან იუნისთან რამდენიმე ობიექტის დაკავება შეძლეს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, თუ „ჰამასი“ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია