იერუსალიმსა და მაალე-ადუმიმს შორის მდებარე საგუშაგოსთან სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

იერუსალიმსა და მაალე-ადუმიმს შორის მდებარე საგუშაგოსთან სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ავრცელებს.

„მაგენ დავიდ ადომის“ დირექტორის, ილაი ბინის ცნობით, აზ-ზაიემის საგუშაგოსთან სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმა სამმა პალესტინელმა ტერორისტმა განახორციელა. სამივე მათგანი ლიკვიდირებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება