გადაიხადე რამდენიც გინდა და გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის - „პალიტრა L“ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ - მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კამპანია ბრუნდება.

22 თებერვლიდან გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველს აქციის ფარგლებში ორ წიგნს სთავაზობს: ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ და ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“.

შეთავაზების ფარგლებში მკითხველს თითოეული წიგნის შეძენა მათთვის სასურველ ფასად შეეძლება. მსურველები წიგნების შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ. გადაიხადეთ იმდენი, რამდენიც სამართლიანად მიგაჩნიათ და რაც მთავარია გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 40% გადაირიცხება საქველმოქმედო - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“. 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტო აქცია გაგრძელდება ტირაჟის ამოწურვამდე. ამასთან, ერთ ადამიანზე თითო წიგნი გაიცემა.

ხშირად შეიძლება არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას გმირულად იცავენ და სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.

ამ ადამიანებმა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ყველაზე ძვირფასი - თავიანთი ჯანმრთელობა შესწირეს. საზოგადოების ასეთ ფასეულ წევრებზე ზრუნვა და მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ვალია.

სწორედ ამიტომ გამომცემლობა თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩაერთვება მკითხველთან ერთად და ეს აქცია სწორედ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის“ იქნება განკუთვნილი. ფონდი აერთიანებს დაჭრილ მებრძოლებს - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში