დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის რეგულირების კურსის ახალი მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის საფუძვლების რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ენერგეტიკულ ბაზარსა და ბაზრის სახეობებზე, კონკურენციისა და მონოპოლიის საკითხებზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

„სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ სასწავლო კურსი კურსის ფარგლებში, მონაწილეები ეცნობიან ელექტროენერგიის რეგულირების საკითხებს, ენერგეტიკის სექტორის საკანონმდებლო ჩარჩოს, სატარიფო პოლიტიკას, ენერგეტიკის სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებენ სემეკის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები, პრაქტიკოსი ლექტორები და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყების ხელმძღვანელი პირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა