ვენესუელაში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ავრცელებს.

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ცნობით, ბოლივარის შტატის ქალაქ ლა პარაგუაში არალეგალურად მოქმედ ოქროს მაღაროში მიწის კედლის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

„ჩვენ სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები დაუყოვნებლივ გავგზავნეთ, ბოლივარის შტატის გუბერნატორთან, ანხელ მარკანოსთან ერთად სამაშველო ოპერაციას გავააქტიურებთ“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მადურომ აღნიშნა, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფები დაკარგული მაღაროელების ძებნას სახმელეთო და საჰაერო გზებით აგრძელებენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა