ხატია დეკანოიძე - პარლამენტი არ ასრულებს მთავარ ფუნქციას - ეს არის საზედამხედველო ფუნქცია მთავრობასთან

ყველაზე მთავარი აქ არის, საქართველოს პარლამენტმა რა როლი შეასრულა იმაში, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია ყოფილიყო გაცილებით ახლოს და რა როლს ასრულებს ყოველდღიურად, - ამის შესახებ"ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი არ ასრულებს მთავარ ფუნქციას - ეს არის საზედამხედველო ფუნქცია საქართველოს მთავრობასთან.

„ყველაზე მთავარი აქ არის, საქართველოს პარლამენტმა რა როლი შეასრულა იმაში, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ყოფილიყო გაცილებით ახლოს და რა როლს ასრულებს ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, პირველი, ეს არის, რომ 12 დათქმიდან არ შესრულდა თითქმის არცერთი ისე, როგორც იყო სტანდარტი. მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაწესებული. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. რუსულმა კანონმა, რომელიც მიიღო მარტში საქართველოს პარლამენტმა და ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობის თითქმის ყველა წევრმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც შემდეგ გაუშვეს პარლამენტიდან, მხარი დაუჭირა ამ კანონმდებლობას, დაგვაშორა ჩვენ ევროკავშირთან. ზოგადად, ახლაც ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, სასამართლოს თავისუფლების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თვალსაზრისით, არცერთი მნიშვნელოვანი დათქმა არ სრულდება და საქართველოს პარლამენტი არ ასრულებს მთავარ ფუნქციას - ეს არის საზედამხედველო ფუნქცია საქართველოს მთავრობასთან. შეზრდილია საქართველოს პარლამენტი უმრავლესობის სახით პარტიასთან და ასევე ხელისუფლებასთან, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოდის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება