შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე პარლამენტი, კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლო და ეროვნული ინტერესები

ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით პრაქტიკულად რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი „რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულშია“ ჩაბმული.

„რაოდენ სამწუხაროა, რომ რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი კონსტიტუციის ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე. ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად, მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა. საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც საქართველოს მთავრობის მკაფიო ნებართვის გარეშე დაიწყო საგარეო პოლიტიკური აქტივობების განხორციელება. ჩვენი შეფასება პირდაპირ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად მიუთითა საქართველოს პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ და მაინც, მან გადაწყვიტა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილება უფრო მაღლა დგას, ვიდრე პარლამენტი, კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლო და ეროვნული ინტერესები. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვან ხელისუფლების სხვა შტოებმა. ეს არის ის მაგალითი, რასაც პრეზიდენტი უნდა აძლევდეს ქვეყანას, საზოგადოებას, მომავალ თაობას? ეს არის ის, რაც მას ევროპად მიაჩნია? ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით პრაქტიკულად რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე