დიმიტრი პესკოვი - ჯო ბაიდენის უხამსი განცხადებები სამარცხვინოა თავად შეერთებული შტატებისთვის - ბაიდენი ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში ქცევას დემონსტრირებს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარები რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით თავად შეერთებულ შტატებს შეურაცხყოფს.

„აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის ასეთმა უხამსმა განცხადებებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, კერძოდ, პრეზიდენტ პუტინს. მაგრამ ეს სამარცხვინოა თავად შეერთებული შტატებისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ბაიდენის კომენტარი იყო ერთგვარი მცდელობა, „ჰოლივუდურ კოვბოის“ დამსგავსებოდა.

„გასაგებია, რომ ბატონი ბაიდენი დემონსტრირებს ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში ქცევას შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ არ ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ამერიკელი კოლეგის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

„ოდესმე თუ გამოუყენებია ბატონ პუტინს ერთი უხამსი სიტყვა თქვენთან დაკავშირებით? ეს არასდროს მომხდარა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ასეთი ლექსიკა თავად ამერიკას ამცირებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება