შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილებებში გამოჩნდა, რომ მართალი იყო ქართული სასამართლო და ტყუოდა ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა - არ გვაქვს მოლოდინი, რომ შიგნით თუ გარეთ ვინმე ბოდიშს მოიხდის, მაგრამ ისწავლონ წარსულის გაკვეთილები

სტრასბურგის გადაწყვეტილებებში გამოჩნდა, რომ მართალი იყო ქართული სასამართლო და ტყუოდა ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა - არ გვაქვს მოლოდინი, რომ შიგნით თუ გარეთ ვინმე ბოდიშს მოიხდის, მაგრამ მოვუწოდებ ყველას - ისწავლონ წარსული პერიოდის გაკვეთილები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მის წლიურ ანგარიშს ისმენენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა სურდათ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება, მტკიცებულებად კონკრეტულ საქმეებს იშველიებდნენ. მისივე თქმით, სახელმწიფოსთან ერთად დარტყმის სამიზნე ქართული მართლმსაჯულებაა.

„რუსთავი 2"- ის საქმე, ახალაიას საქმე, აქციის დაშლისას ძალის გადამეტების საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე - ეს ის საქმეებია, რომელზეც წლების განმავლობაში იყო აწყობილი ქართული სასამართლოს სახელის შებღალვის კამპანია. დღესაც ინტერნეტში ადვილად მოიძიებთ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორის ძველ განცხადებებს ამ საქმეებზე, სადაც ისინი აპროტესტებენ, გმობენ, უკუსვლად აფასებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საბედნიეროდ ამგვარ დეზინფორმაციას აქვს ზღვარი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში მკაფიოდ გაავლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებმა, რომლებშიც ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა ამ საქმეში მართალი იყო ქართული სასამართლო და ტყუოდა ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა. დღეს ჭეშმარიტების გამჟღავნების შემდეგაც კი არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შიგნით თუ გარეთ მათი საქციელის გამო ვინმე ბოდიშს მოიხდის, მაგრამ მოვუწოდებ ყველას, რომ დღევანდელი დღის შემდეგ მაინც მეტად დაფიქრდნენ, ისწავლონ გასული პერიოდის გაკვეთილები და ნებით თუ უნებლიედ მომავალში მაინც ნუ გახდებიან დემოკრატიული ინსტიტუტების დამაზიანებლები, დეზინფორმაციის ხელშემწყობნი,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება