შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - არ მაქვს პრეტენზია, რომ მე ვარ სარკე, სადაც თქვენს თავს დაინახავთ, მაგრამ შევეცადე დამენახებინა, რომ თქვენი ქცევა გაზიანებთ - თუკი ეს ასე არ არის, თქვით, რა ნაწილშია ეს სარკე გამრუდებული?

მინდოდა, ეს მოხსენება ყოფილიყო სარკე - არ მაქვს პრეტენზია, რომ მე ვარ სარკე, სადაც თქვენს თავს დაინახავთ, მაგრამ შევეცადე დამენახებინა, რომ თქვენი ქცევა გაზიანებთ. თუკი ეს ასე არ არის, თქვით, რა ნაწილშია ეს სარკე გამრუდებული? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას მის გამოსვლასთან დაკავშირებით.

„ანა წითლიძემ - პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას მოველოდი და პარტიის წევრის მოხსენება მოვისმინეო. რა თქმა უნდა, დღევანდელ და საერთოდ, ნებისმიერ გამოსვლას აქვს თავის ტონი, თავის მიზანი, შინაარსი და ეს მოხსენება, მინდოდა, ყოფილიყო სარკე. არ მაქვს პრეტენზია, რომ მე ვარ სარკე, სადაც თქვენ თქვენს თავს დაინახავთ, მაგრამ შევეცადე თქვენთვის დამენახებინა, რომ უპირველეს ყოვლისა, თქვენთვის არის დამაზიანებელი ის ქცევა, რომელიც აქვს ოპოზიციას. თუკი ეს ასე არ არის, კი ბატონო, თქვით, რა ნაწილშია ეს სარკე გამრუდებული, რომელ ნაწილში? ის, რომ ამ მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეთ, ტყუილია? აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია რომ იყო პარალელური დათვლის შედეგები, დაგავიწყდათ? თუ ის დაგავიწყდათ (და ძალიან გიკვირთ როცა ომში ჩათრევის სურვილზე ვსაუბრობთ), ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში საომრად?! თუ მიამიტები არ ხართ, მგონი ხვდებით, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო მეომრებს აგზავნის ომში. რომელმა სახელმწიფომ გაგზავნა დედამიწის ზურგზე, რომელმა? ამას არ მოგვიწოდებდით?! სამწუხაროდ, უკრაინელი პოლიტიკოსებიც ჩართეთ ამ მოწოდებებში მიტინგების მეშვეობით. არ იცით, რა შედეგი იქნებოდა?! არ იცოდით, რომ ეს ომის რისკს ნიშნავდა?!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს