კახა კალაძე - ვფიქრობ, ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის - სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის - სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე.

სალომე ზურაბიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი. ვფიქრობ, მას ძალიან კარგად ესმის სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის. ეს არის ადამიანი, ვისაც ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. წარმოიდგინეთ, რამდენი პატიმარი იხდის სასჯელს. დარწმუნებული ვარ, უამრავს გაცილებით ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი.

სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლებდა, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს“,- აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მან ევროპარლამენტარების მოწოდებებზეც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს, ეს ყველაფერი გაშიფრული სქემაა. ლობიზმით არის შენიღბული. ფულს იხდიან. შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების გამოსვლა, განცხადებების გაკეთება. შესაძლოა, უამრავი სიბრიყვე ისაუბრონ, მთავარია ფული აიღონ“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება