პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს - ხართ მზად იმისთვის, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც ნამდვილად ხალხის პრობლემებზეა ორიენტირებული, განვიხილოთ?!

ხართ თუ არა მზად ბატონო შალვა იმისთვის, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც ნამდვილად ხალხის პრობლემებზეა ორიენტირებული, განვიხილოთ?! - ამ შეკითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, კანონებზე საუბრით ხალხის რეალური პრობლემები ვერ გვარდება, რასაც დღევანდელი მძიმე ვითარებაც მოწმობს.

„ბევრი ისაუბრა ბატონმა შალვამ სტატისტიკაზე, რამდენი კანონი მივიღეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეები კანონების მიღების სტატისტიკით არ საზღვრავენ არც მთავრობის საქმიანობას, არც პარლამენტის საქმიანობას. ეს იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა 600 - მა მიღებულმა კანონმა, რამდენი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რამდენი ემიგრანტი დააბრუნა ქვეყანაში, რამდენით შემცირდა სოცდაუცველთა რაოდენობა.

ანა საუბრობდა, რომ ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით ერთი ინიციატივაც ვერ გავიტანეთ, რადგან იმ სკოლებში, სადაც არის შესაძლებელი, იქ მაინც დაგვეწყო უფასო კვება. ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლითაც მაღალპროცენტიან სესხების პრობლემას პენსიონერებს მოვუგვარებთ, მაგრამ ეს საკითხები არ იხილება და მარტო სტატისტიკებზე საუბარი, თუ ხალხის მდგომარეობა არ უკეთესდება, ეს არის მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა, თუ ხართ მზად ბატონო შალვა იმისთვის, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც ნამდვილად ხალხის პრობლემებზეა ორიენტირებული, განვიხილოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია