ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს ზიზღის ენით ესაუბრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს ზიზღის ენით ესაუბრება. ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მედიას შესვლას უზღუდავენ, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებს უშიშროების სამსახური აკონტროლებს.

„დღეს ივანიშვილის პარლამენტი გადაქცეული არის „ქართული ოცნების“ ანკლავად, სადაც არ უშვებენ განხილვებზეც კი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ჟურნალისტების საქმიანობა შეზღუდულია, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს ზიზღის ენით ესაუბრებიან და პარლამენტის დერეფნებში უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ყველაფერს აკონტროლებენ. აი, ეს ვითარებაა. პარლამენტი ხალხისთვის დახურულია. ბუნებრივია, ამ ვითარებაში ჩვენი ამოცანა არის, რომ დავრჩეთ ხალხთან, გავიგოთ მათი გასაჭირი და მათ პრობლემებზე ორიენტირებული ჩვენი საარჩევნო პროგრამა შევთავაზოთ",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში იყო „ქართული ოცნებისთვის“ და ივანიშვილისთვის, რომელიც პრობლემებს არ ასახავდა.

„ის არ ეხებოდა საქართველოს რიგით მოქალაქეს. ანგარიშში არცერთი სიტყვა არ იყო იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამ ანგარიშში ვერ ვნახავდით მთავარ კითხვებზე პასუხს, რატომ არის ის, რომ საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ემიგრაციაშია და საზღვარგარეთ ეძებს სამუშაო ადგილებს, საცხოვრებელ პირობებს. რატომ არის, რომ ეკონომიკური ციფრები არ არის ხელშესახები საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის და სიღარიბე, უმუშევრობა კიდევ უფრო იზრდება",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!