2 მარტს გუდაური Wissol Snow Games-ს უმასპინძლებს - პროექტის მხარდამჭერია SOLO

„ვისოლის“ ორგანიზებით, 2 მარტს გუდაურში სამოყვარულო სათხილამურო ტურნირი - „Wissol Snow Games-ი“ გაიმართება. ღონისძიების მთავარი პარტნიორია SOLO.

„სოლოს“ ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს ბიატლონსა (თხილამურებით სრიალი და მიზანში სროლა) და სხვადასხვა სახალისო ბარიერის გადალახვაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული ოლიმპიური მეთოდით გამოვლინდება და მოიგებს ის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს ესტაფეტას. ტურნირის მასპინძელია „ახალი გუდაური რედკოსგან“, შეჯიბრის სპორტულ ნაწილს TRIFECTA SPORTS მართავს. ღონისძიების მხარდამჭერია MTA („მთის ტრასების სააგენტო“).

Wissol Snow Games-ში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ან ადგილზე დარეგისტრირდნენ 2 მარტს, დილის 10:30 საათიდან 11:30 საათამდე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

„მაშინ, როცა „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური და „სმარტის“ სუპერმარკეტი გუდაურში გაიხსნა, კურორტის განვითარება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. ერთადერთი სივრცე, სადაც სრიალის დაწყებამდე კომფორტულად შეგეძლო ყველა საჭირო პროდუქტის ყიდვა, გათბობა, გემრიელი ყავის მირთმევა, საწვავით ავტომობილის გამართვა და უსაფრთხოდ სახლში დაბრუნება, სწორედ ეს ობიექტი იყო. დღემდე „ვისოლი“ და „სმარტი“ გუდაურის სათხილამურო კურორტისთვის მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილია, შესაბამისად, „Wissol Snow Games“ ტურნირით გვინდა მოთხილამურეებს ისეთი დაუვიწყარი, სახალისო და საინტერესო დღე ვაჩუქოთ, რომელსაც ყოველწლიურად დაელოდებიან“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი.

„SOLO მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების შექმნას განაგრძობს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, გაატარონ დაუვიწყარი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ Wissol Snow Games-ის პარტნიორები ვართ. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა მოთხილამურეებისთვის დასამახსოვრებელი ზამთრის სეზონის შექმნის საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ტურნირის მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ Wissol Snow Games-ის ფარგლებში ისინი სასიამოვნო მოგონებებს შეიქმნიან“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.

კომპანიის ცნობით, Wissol Snow Games-ის ფარგლებში მონაწილეებსა და გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ „სმარტის“ კუთხეს, სადაც მათ დახვდებათ გლინტვაინი, ლუკა ნაჭყებიას რეცეპტებით დამზადებული ხემსები, ექსკლუზიური პროდუქტები. ამასთან, ტურნირს მუსიკალურად გააფორმებს DJ. ღონისძიება კი SALIO-ს კონცერტით დასრულდება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს