რომან გოცირიძე უმრავლესობას - ერთი ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის პოსტი როგორ დაგაზიანებთ ახლა თქვენ? მაგრამ იქცევით უკანონოდ, ჯინაზე და თავხედურად! - დაახლოებით, ასეთი მოქცევაა, „გაგვდის, ხოში გვაქვს და ვაკეთებთ რა“

ერთი [ოპოზიციის] ვიცე-სპიკერის პოსტი როგორ დაგაზიანებთ ახლა თქვენ? არ ზიანდებით, იქცევით უკანონოდ, ჯინაზე და თავხედურად! დაახლოებით, ასეთი მოქცევაა - „გაგვდის, ხოში გვაქვს და ვაკეთებთ რა“, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მორცხვობს და „მათ ჰგონიათ, რომ მათი კუთვნილი ვიცე-სპიკერის პოსტზე თუ ხმას ამოიღებენ, ეს თანამდებობებისთვის ბრძოლაა“.

„ვიცე-სპიკერის პოსტი თანამდებობა და პრივილეგია კი არ არის, არამედ არის პოლიტიკური ბერკეტი, პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, ვიცე-სპიკერს საკუთარი წონა აქვს საგარეო ურთიერთობებში. თქვენ გუშინ დაამტკიცეთ ვიცე-სპიკერი, ერთი თვის წინ კიდევ მეორე ვიცე-სპიკერი. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილმა გუშინ ხმა დაგიჭირათ თქვენ და თქვენ კიდე სამარცხვინოდ ოთხი წელი გადის, პარლამენტი მთავრდება და ვიცე-სპიკერის კუთვნილი პოსტი არ მიგიციათ იმის გამო, რომ თურმე ლევან ბეჟაშვილმა ხელი არ დააჭირა იუსტიციის საბჭოში კანდიდატურას? რაღაცა პერსონალური გართულება ჰქონდათ, რომ თურმე ისე არ მოიქცა და არ მოგეწონათ თქვენ, მაგრამ სხვა აირჩიეთ ხომ უამრავია? თუ ერთი არ გინდათ, ჩააგდეთ, მაგრამ პროცედურულად მეორე, მესამე, მეოთხე ხომ არის? რატომ აკეთებთ ამას? ერთი ვიცე-სპიკერის პოსტი როგორ დაგაზიანებთ ახლა თქვენ? ამ სტატუსით ახლა ვიღაცა უცხოეთში 1-2-ჯერ მეტჯერ თუ წავა, თქვენ რაში ზიანდებით? არ ზიანდებით! ელემენტარულად იქცევით უკანონოდ, ჯინაზე და თავხედურად. „გაგვდის, ხოში გვაქვს და ვაკეთებთ რა“ - დაახლოებით ასეთი მოქცევაა. ეს არ ეკადრება პარლამენტს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად გუშინ აირჩიეს. ამ დროისთვის, პარლამენტში ოპოზიციის ორი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტურია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო