შსს - ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მაღალი დონის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რელევანტური საკითხები განიხილეს და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ საზოგადოებაში პოლიცია ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, ასევე აღნიშნეს, რომ აქვთ პოზიტიური მოლოდინები მოახლოებული არჩევნების უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების კუთხით.

ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მნიშვნელობას და ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჩართულობასა და უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობას.

ამას გარდა, ალექსანდრე დარახველიძემ სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა; არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებზე; საზოგადოების პროაქტიულად ინფორმირება; საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური კომუნიკაცია და სხვა საკითხები.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრის მოადგილემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მოახლოებული არჩევნების მშვიდ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების იმედი გამოთქვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა