23 თებერვალს, 10:30 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ევროკომისიის 9 დათქმასთან მიმართებით თემაზე: „რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად“ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #61, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თბილისის ოფისი.
23 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით, (2018-2022 წლები) სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საქმეების განხილვის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენს.
თემა: ანგარიში ეხება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების და მათი გაუქმების თაობაზე სასამართლოში შეტანილი განცხადებების განხილვას.
საკონტაქტო: 599 500 137
23 თებერვალს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებთან და ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.
მის: გულუას ქ.N10
23 თებერვალს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
23 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „2 წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან“.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
23 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად კონფერენციას სახელწოდებით - „სოციალური მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ უმასპინძლებს.
მის: შოთა რუსთაველის გამზირი 13
საკონტაქტო: თამარ ბოჭორიშვილი - 598 743512
23 თებერვალს, 11:00 საათზე, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ
მის: შოთა რუსთაველის გამზირი N8 (საქართველოს პარლამენტის სასახლის ეზო)
23 თებერვალს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: საპენსიო სესხების პროცენტის დაწევა
მის: სააკაძის მე-2 ჩასახვევი, 10 (საბურთალოს ოფისის მე-5 სართული)
საკონტაქრო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634
23 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
23 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: ინგოროყვას ქ. N 7
23 თებერვალს, 15:45 საათზე, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში“ ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული თემატური დისკუსია გაიმართება.
შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მმართველობის წევრი, ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი და „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე.
მის: ქუთაისი, ნოდარ დუმბაძის ქუჩა N2, ქუთაისი ამერიკული კუთხე.
საკონტაქტო: მარიამ კარიაული - 599 770 261