შალვა პაპუაშვილი - საკითხი, რასაც ოპოზიცია აყენებს, არის „ვეტინგის“ სისტემა, რომლის მიხედვითაც, უცხოელი,  საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში, რა არის საფუძველი, არგუმენტი ვერ მივიღეთ

ის საკითხები, რომლებიც ასახულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის - ერთადერთი, რასაც ისინი აყენებენ, არის „ვეტინგის“ სისტემა, ამასთან დაკავშირებით დავსვით მთავარი საკითხი: თუ რა არის საფუძველი, არგუმენტი ვერ მივიღეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ვერ დასახელდა მაგალითი სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ სისტემური პრობლემაა.

„ჩვენ გვქონდა საკითხები, რომლებიც კანონპროექტშია ასახული და ამ საკითხებთან დაკავშირებით, რამე შენიშვნა არ გამოთქმულა. ამიტომ ის საკითხები, რომლებიც ასახულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ერთადერთი საკითხი, რასაც ისინი აყენებენ არის „ვეტინგის“ სისტემა, რომლის მიხედვითაც, უცხოელი, საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში. ამასთან დაკავშირებით დავსვით მთავარი საკითხი, თუ რა არის ამის საფუძველი, ამისი არგუმენტი ვერ მივიღეთ. იყო საუბარი, რომ ნდობა არ არსებობს. არცერთი მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილებისა, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომელზეც სისტემური პრობლემაა.

მაგალითებად მოჰყავთ უკრაინა და მოლდოვა. სწორედ, იქ დანიშნეს უცხოელი კომისიის წევრები, რომლებმაც გადაამოწმეს მოლდოველი მოსამართლეები. მოლდოვაში, სწორედ იმ უცხოელი კომისიის წევრების მიერ დასახელებული იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. ასეთი წარმოდგენა თუ აქვთ, რომ ასეთმა ხალხმა უნდა გადაამოწმოს ქართველი მოსამართლის კეთილსინდისიერება, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევთანხმდებით.

მთავარი არის ისიც, რომ დაჟინებით ვკითხულობდით, თუ რატომ არის ეს საჭირო, ამას ვერავინ გვეუბნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია