ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია ეუთო გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს.

„ჩვენ ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ეს ორგანიზაცია თამაშობს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ხელშესახებ შედეგებს ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა კონფლიქტები ევროპაში, გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების მსგავსს გამოწვევებს“ , - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა