მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო - დარწმუნებულები ვართ, რომ ტირასპოლი იაზრებს შედეგებს, რომლებსაც გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად მიიღებს

დარწმუნებულები ვართ, რომ ტირასპოლი იაზრებს შედეგებს, რომლებსაც გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად მიიღებს, - ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება პასუხად მოჰყვა ოკუპირებული დნესტრისპირეთის “პრეზიდენტისა” და “პარლამენტის” მიერ 28 თებერვალს დაგეგმილ “ყველა დონის დეპუტატის სხდომას”.

“რეინტეგრაციის ბიურო ჩვენი ქვეყნის დნესტრისპირეთის რეგიონში ვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს, მუდმივ კონტაქტში იმყოფება ეუთო-ს მისიასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ რეგიონში ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ტირასპოლი იაზრებს შედეგებს, რომლებსაც გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად მიიღებს”, - განაცხადეს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროში.

შეგახსენებთ, დნესტრისპირეთის ერთ-ერთმა ე.წ. დეპუტატმა, გენადი ჩორბამ ივარაუდა, რომ “ყველა დონის დეპუტატის სხდომაზე” ტირასპოლის “ხელისუფლება” რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მოითხოვს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა