ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - ვერ პატიობენ ქართულ სასამართლო სისტემას, როგორ ბედავს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელზეც სტრასბურგი ამბობს, რომ თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ქართულ სასამართლოს ვერ პატიობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელთა შესახებაც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ქართული მართლმსაჯულება მართალია.

როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, დაასახელოს არგუმენტები, თუ რატომაა საჭირო “ვეტინგის” სისტემის შემოტანა, მათ ეს არგუმენტები არ აქვთ.

“ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ ოპოზიცია კონკრეტულ საკითხს მიიჩნევს პრობლემად. მაგალითად, ჰგონიათ, რომ სასამართლო უნდა გაიწმინდოს და ყველა მათთვის მიუღებელი მოსამართლე უნდა გაყარონ სასამართლოდან. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს და დღესაც იმავე საკითხს აბრუნებენ. როდესაც ვითხოვთ, რომ არგუმენტები დაგვისახელონ, თუ რაში სჭირდებათ “ვეტინგის” სისტემის შემოტანა, მათ ეს არ აქვთ. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა. კონკრეტული პირები ტყუიან და სტრასბურგის სასამართლო წერტილს უსვამს ხოლმე მათ სურვილებს. ამას ვერ პატიობენ ქართულ სასამართლო სისტემას - როგორ ბედავს და როგორ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელზეც შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ თურმე, ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება