ემანუელ მაკრონი პარიზში უკრაინის სამიტს უმასპინძლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ევროპელ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს უმასპინძლებს, - ინფორმაციას Reuters-ი მაკრონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ეს სამუშაო შეხვედრა იქნება შესაძლებლობა შევისწავლოთ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უკრაინის მხარდასაჭერად“, - აცხადებენ ელისეს სასახლეში.

ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაკრონს სურს, გაუგზავნოს მესიჯი მოსკოვს, რომ ევროპაში „უკრაინით დაღლილობას“ არ არსებობს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია