შპს „იმპექსფარმამ“ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა და ფოთის ერთ-ერთი აფთიაქიდან გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში დააბრუნა

შპს „იმპექსფარმამ“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმის მასალების თანახმად, ფოთის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერს, დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დაბრუნებაზე უარი უთხრა და 2022 წლის 5 მარტიდან ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაუშვა.

„სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის შედეგად, შპს „იმპექსფარმამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ: 2024 წლის 20 თებერვლიდან განმცხადებელთან აღედგინა შრომითი ურთიერთობა. განმცხადებელს აუნაზღაუროს განაცდური 2022 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე პერიოდისთვის. ასევე, 2024 წლის 20 თებერვლამდე შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის, განმცხადებელს დამატებით გადაუხადოს სახელფასო ანაზღაურების 0.07 პროცენტი.

სახალხო დამცველი მიესალმება შპს „იმპექსფარმას“ გადაწყვეტილებას რეკომენდაციის შესრულების თაობაზე და მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის მხრიდან გამოვლენილი მზაობა - უზრუნველყოს დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ხელს უწყობს შრომითი ბაზრის განვითარებას და პარალელურად, აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა