შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი - ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სუვერენიტეტს

ოპოზიციის წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი - ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სუვერენიტეტს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გუშინდელი სამუშაო შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მზად არის ამით ძალაუფლება და სუვერენიტეტი გადასცენ უცხო ქვეყნებს და უცხო ორგანიზაციებს.

„გუშინდელ შეხვედრაზე რაც გვქონდა წარდგენილი ყველა ჩვენი წინადადება გაიზიარა როგორც ოპოზიციამ, ისე არასამთავრობო სექტორმა, ერთადერთი საკითხი, რაც დააყენა ოპოზიციამ გახლავთ მოსამართლეთა ხელახლა დანიშვნის საკითხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა კიდეც 2004 წელს, როცა გაყარა მოსამართლეები და თვითონ დაიწყო დაკომპლექტება. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი და გამოცდილებაა და როგორც ჩანს, მათ უნდათ სასამართლოში გავლენების მოპოვება და ამიტომ სურთ რომ გაათავისუფლონ არსებული მოსამართლეები, დანიშნონ მათთვის სასურველი და ეძებენ ამისთვის ხერხებს. რატომ უნდათ თავის მოსამართლეები? - იმიტომ, რომ მათ დანაშაულებზე არ აგონ პასუხი. მათი წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი. ეს არის შედეგი იმ ირიბი თუ პირდაპირი უცხოური დაფინანსებისა, რომ ოპოზიციის თავში და ზოგიერთი არასამთავრობოს თავში იხარშება ასეთი იდეები, რომ საქართველოში ხელისუფლების ერთი შტო - სასამართლო შტო დააკომპლექტოს უცხო ქვეყანამ.

აქამდე მივიდა ოპოზიცია და ამით აპირებენ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ხალხთან ჩასვლას და თქმას, რომ ისინი არიან არა ხალხის წარმომადგენლები, არამედ, მთელ ძალაუფლებას და სუვერენიტეტს გადასცემენ უცხო ქვეყნებს თუ უცხო ორგანიზაციებს. ეს არის კონსტიტუციის და საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო იდეა. მიუხედავად ამისა, შევყევით დისკუსიაში, რატომ ფიქრობენ რომ ეს საჭიროა. ვერაფერი თქვეს, საუბრობენ სასამართლოს მიმართ ნდობაზე. ვეკითხებით, არსებობს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მათთვის პრობლემურია და ვერაფერს ამბობენ, რადგან წლების განმავლობაში ამბობდნენ და ძირს უთხრიდნენ ქართულ მართლმსაჯულებას - „რუსთავი 2“-ის, მელიას, ახალაიას, აქციების თითქოსდა ძალის გადამეტებით დაშლის საქმე, ყველა აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოში და ყველაზე სტრასბურგმა თქვა, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანია ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორის, იყო ტყუილი და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. ერთი საქმეც ვერ მოიტანეს (ოპოზიციამ) რომელზეც თვითონ იტყოდნენ რომ უსამართლო იყო, ხარვეზები რა თქმა უნდა იქნება და ამიტომაც გვაქვს ინსტანციები, მაგრამ ერთ მაგალითს ვერ ასახელებენ სისტემური პრობლემის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს