შალვა პაპუაშვილი - იუნკერების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან სრულად გათავისუფლების საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და პარლამენტის წევრებმა პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს, დაღუპული იუნკერების ხსოვნის საპატივცემულო დღეა, იუნკერების - ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიეს და წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ.

ეს დღე ჩვენ ყოველთვის გვახსენებს, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება იმას, რომ მისი ქვეყანა იყოს დაქვემდებარებული, იყოს ოკუპირებული, იყოს ქვეყანა, რომელსაც განიხილავენ როგორც ნაწილს და პროვინციას.

ამიტომ, ეს ბრძოლის სული, ეს ბრძოლის ჟინი ყოველთვის არის ქართველებში.

ეს დღე, ასევე, გვაგონებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას დღესაც. იუნკერების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან სრულად გათავისუფლების საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რომელიც უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მათივე ცნობით, პარლამენტის ეზოში არსებულ ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან და სტუმრებთან ერთად, იუნკერების შთამომავლებიც ესწრებოდნენ.

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ჯარისკაცებთან უთანასწორო ბრძოლას, ქართველ იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე