ხატია დეკანოიძე - შალვა პაპუაშვილის განცხადებას განვიხილავ, როგორც თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე

შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ “უცხოურ დაფინანსებას და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება”.

დეკანოიძის თქმით, აღნიშნული განცხადება დემაგოგიის ნაწილია.

შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე. პაპუაშვილი თვითონ მუშაობდა ამ სამთავრობო სექტორში, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსდებოდა და ძალიან კარგად იცის, როგორ მუშაობს ეს სისტემა. ამიტომ, ესეც არის დემაგოგიის ნაწილი.

რაც შეეხება ზოგადად. “ქართულ ოცნებას”, იმ ადამიანებმა და იმ კომპანიებმა, ვინც შემოწირულება გადაურიცხეს პარტიას, 200 მილიონი ტენდერი მოიგეს. ამიტომ, თუ სადმე გაუმჭვირვალე თანხაა, ეს არის “ქართული ოცნების” პარტია”, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება