პაატა მანჯგალაძე - პრობლემურია სასამართლო კორპუსი და სჭირდება კეთილსინდისიერების ტესტზე შემოწმება - წესიერი მოსამართლე ყველანაირ შემოწმებას გაივლის, ასეთი სისტემაში ბევრია

„სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კეთილსინდისიერი მოსამართლე არ შეიძლება, „ვეტინგის” სისტემის წინააღმდეგი იყოს.

მანჯგალაძის განმარტებით, მათ ამ სისტემით სურთ, რომ მოსამართლეები გათავისუფლდნენ კლანისგან და ხელისუფლების გავლენისგან.

„ვეტინგის” სისტემა გულისხმობს მოსამართლეებისთვის კეთილსინდისიერების ტესტის გატარებას, რაც გულისხმობს მათი ფინანსური ანგარიშების და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას.

„ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლამდე საუბრობდა, რომ პრობლემურია სასამართლო კორპუსი ამ მიმართულებით და როცა მოვიდა ხელისუფლებაში გადაიბარეს ეს კორპუსი. ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ პრობლემურია სასამართლო კორპუსი და სჭირდება კეთილსინდისიერების ტესტზე შემოწმება. კეთილსინდისიერი მოსამართლე არ შეიძლება, ამის წინააღმდეგი იყოს.

საკითხი მარტივად დგას. ჩვენ მოსამართლეებს კი არ ვესხმით თავს, ჩვენ გვინდა, რომ მოსამართლეები გავათავისუფლოთ კლანისგან და ხელისუფლების გავლენისგან. ჩვენ მოსამართლის მხარეს ვართ და კარგი მოსამართლის ინტერესი არის, რომ ის კეთილსინდისიერებაზეც და პროფესიონალიზმზეც შემოწმებული იყოს. წესიერი მოსამართლე ყველანაირ შემოწმებას გაივლის და ბევრია სისტემაში ასეთი.

„ქართული ოცნება” ვითომ იცავს ამ პროცესისგან ხალხს და არ უნდათ მათ მურუსიძესთან და სანქცირებულ მოსამართლეებთან ასოცირება”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს წინადადება, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე მოხდეს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა