ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში - კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ შემდგარა

ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ ჩაერთვება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესებში.

როგორც კობახიძემ განმარტა, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებით მათ შორის საუბარი ჯერჯერობით არ შემდგარა.

„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს არის მასზე, მის ხედვაზე დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩვენ არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვექნება შეკრებები, დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან უპასუხა შეკითხვას, თუ ვინ იყო ის 2-3 ადამიანი, ვისზეც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „კომუნიკაცია ჰქონდა“.

„დაახლოებით, შეგიძლიათ ივარაუდოთ სამთავრობო და პარტიული იერარქიიდან გამომდინარე... მე მქონდა მასთან კომუნიკაცია. კი ბატონო, კახა კალაძე შეგიძლიათ ივარაუდოთ. პარტიული სამთავრობო იერარქიის მიხედვით, სამი ჩამოვთვალეთ უკვე“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება