რუსეთი ОДКБ-ში სომხეთის მონაწილეობის შეჩერებაზე ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე განმარტებებისთვის სომხეთს მიმართავს

რუსეთი გეგმავს სომხეთთან გაარკვიოს, რას ნიშნავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ერევნის მონაწილეობის შეჩერების შესახებ განცხადება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადების შემდეგ სომხეთს ოფიციალური ქმედება არ განუხორციელებია.

„სომხურ მხარეს ამ კუთხით არანაირი ოფიციალური ქმედება არ განუხორციელებია. ვგეგმავთ ჩვენს კოლეგებთან კონტაქტის დამყარებას და ამ განცხადებების მნიშვნელობის გარკვევას“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გაგება.

„იმედი მაქვს, ჩვენი სომეხი მეგობრები ყველაფერს აგვიხსნიან“, - დასძინა პესკოვმა.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ხელშეკრულება სომხეთთან მიმართებაში არ შესრულებულა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს