სახალხო დამცველი პენსიონერებისთვის სესხების პროცენტის შემცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება

სახალხო დამცველი მიესალმება პენსიონერებისთვის 2023 წლამდე აღებული სესხების[1] პროცენტის შემცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას[2], რასაც სახალხო დამცველი ეროვნულ ბანკში გაგზავნილ წინადადებით ითხოვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის 8 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა შეემუშავებინა დადგენილება/მითითება, რომლითაც სს „ლიბერთი ბანკი“ ბენეფიციარი პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას მოახდენს და შესაძლებელი იქნება კორონავირუსის გავრცელების გამო სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება.

„ასევე, სახალხო დამცველმა მოითხოვა - გატარდეს ყველა ღონისძიება, რათა პენსიონერთა ოვერდრაფტის ხელშეკრულებები ავტომატურად გადაანგარიშდეს და 2023 წლიდან მოქმედ ახალ, დაბალპროცენტიან პირობებს მოერგოს.

ეროვნული ბანკის განმარტებით,[3] ფინანსურ ორგანიზაციებს გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესაძლებლობისა და სესხით მოსარგებლეების გადახდის გრაფიკის თაობაზე ინფორმირების შესახებ წერილობითი მითითება მიეცათ. რაც შეეხება პროცენტის გადაანგარიშებას, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და 2023 წლიდან დაწესებულ პროცენტს გაუტოლდება.

სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს აღნიშნულ პროცესს და იმედოვნებს, რომ უმოკლეს დროში ყველა პენსიონერის სესხის პროცენტი მოვა შესაბამისობაში 2023 წლიდან დადგენილ პროცენტთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

[1] 2023 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სესხის მაქსიმალური პროცენტი განისაზღვრა 26%.

[2] ინფორმაცია ხელმისაწვდომია https://www.interpressnews.ge/ka/article/788859-150-000-ze-met-pensioners-sesxis-procenti-sheumcirdeba [ბოლო ნახვის თარიღი: 23.02.2024].

[3] საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის 29 იანვრის N 2-18/220 წერილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში