სოფო ჯაფარიძე - რიგები დგას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი მოაწერონ - სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს მოქალაქეთა აზრი

რიგები დგას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი მოაწერონ - სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს მოქალაქეთა აზრი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ხელმოწერების კამპანია გაგრძელდება.

„ახლა ვიმყოფებით ახალციხეში. ხედავთ ყოველდღიურად რამდენ ადამიანს ვხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველგან ასეთი რიგი დგას, რომ მოაწერონ ხელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს ათასობით მოქალაქის აზრი. ეს ადამიანები ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლებული იყოს მიხეილ სააკაშვილი და არ დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია. ვაგრძელებთ კამპანიას, ჩავალთ ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით და კიდევ ერთხელ ნახავს მთელი მსოფლიო, თუ რამდენი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასე ერთგულად დგას იმ იდეის გვერდით, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება