მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე - როცა ეპატიჟები - არ მოდის, მაგრამ წელს იმის გამო არ მოვიპატიჟეთ, რომ მას პრეზიდენტად აღარ მივიჩნევთ - თანამდებობას მხოლოდ ფორმალურად იკავებს

იმიტომ არ მოვიწვიეთ, რომ ის ჩვენი მხრიდან აღარ განიხილება, როგორც პრეზიდენტი, ის მხოლოდ ფორმალურად იკავებს თანამდებობას, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, თუ რატომ არ მიიწვია პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე.

მდინარაძის თქმით, როცა პრეზიდენტი მოიპატიჟეს არ მივიდა და მისი ადმინისტრაციის უფროსი გაუშვა.

„როცა დავპატიჟეთ არ მოვიდა, გამოუშვა მისი ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც ლენტს ასწორებდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ისეთ ოფიციალურ პირებთან ერთად, საერთოდ რომ არ ეკუთვნოდა იქ ყოფნა. პროტოკოლური ამბავია, რომელსაც მთელ მსოფლიოში და ცივილიზებულ სამყაროში იცავენ. როცა ეპატიჟები - არ მოდის, მაგრამ წელს იმის გამო არ მოვიპატიჟეთ, რომ მას ჩვენ პრეზიდენტად აღარ მივიჩნევთ. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც იმპიჩმენტი გამოვუცხადეთ, რომელიც საქართველოზე 2 წლის განმავლობაში ვერ ამბობდა, რომ ის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს არსებულ მოცემულობაში, ის უნდა დავპატიჟოთ მითუმეტეს ასეთ დღეს. ეს არის ჩვენი მიდგომა, ამიტომ გამოვუცხადეთ მას იმპიჩმენტი, რომელმაც ბევრი სკანდალისგან გვიხსნა და გადაგვარჩინა. მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტის დაჭერაზე რომ დაიწყო საუბარი, ბოდიშების ხდა რომ მოგვიწია, მათ შორის ახლა რომ უსმენს ადამიანს, რომელიც მოდერნიზაციის სიმბოლოს ეძახის მიხეილ სააკაშვილს. წარმოიდგინეთ, მის წინ ეს ლეგიტიმაციამოკლებული ადამიანი რომ არ ყოფილიყო, რამხელა სკანდალში ვეხვეოდით. შესაბამისად, ამიტომ არ მოვიწვიეთ, რომ ის ჩვენი მხრიდან აღარ განიხილება, როგორც პრეზიდენტი. ის მხოლოდ ფორმალურად იკავებს თანამდებობას”, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით დღეს შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.

„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება