პაატა მანჯგალაძე - ის, რომ ჩინეთთან აქვთ ურთიერთობა, უნდა გვქონდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერ ამერიკის შეერთებული შტატებია და შემდეგ ყველა

იუნკერთა პატივის მიგების საკითხი არ არის პარტიული კუთვნილების საკითხი. თუ ვინმეს ეკუთვნის მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ის, რომ ემიგრანტების ოჯახს წარმოადგენს და იმ მთავრობის წევრის ოჯახს, რომელიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა, ეს სალომე ზურაბიშვილია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით ის იმ ფაქტს, გამოეხმაურა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე არ მიიწვია.

„არსებობს ეროვნული მნიშვნელობის თარიღები, სადაც პარტიულ კუთვნილებას და ერთმანეთთან დამოკიდებულებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მათ შორის არის იუნკერთა პატივის მიგების საკითხი. ეს არ არის პარტიული კუთვნილების საკითხი. თუ ვინმეს ეკუთვნის მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ის რომ ემიგრანტების ოჯახს წარმოადგენს და იმ მთავრობის წევრის ოჯახს, რომელიც იბრძოდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ეს სალომე ზურაბიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მისი დიდი მეხოტბე. თუ ვინმეს შეეფერებოდა, ეს სალომე ზურაბიშვილი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ასე არ მოვიქცევით, როცა შევცვლით მთავრობას. ეროვნულ საკითხებზე მნიშვნელობა არ ექნება პარტიულ დამოკიდებულებას",- აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიწროპარტიულ საკითხებამდე დაიყვანოს ეროვნული უშიშროების საკითხები, რაც არ აძლიერებს, უფრო სუსტად წარმოაჩენს მათ.

"ხალხმა იცის, თუ ვინ არის "ქართული ოცნება". ფაქტია, რომ „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიწროპარტიულ საკითხებამდე დაიყვანოს ეროვნული უშიშროების საკითხები, რაც არ აძლიერებს, უფრო სუსტად წარმოაჩენს მათ. ეს ნიშნავს, რომ ამ დროსაც კი პატარა ადამიანები ვერ ახერხებენ დიდ საკითხებზე კონცენტრაციას. ყველაფერს უყურებენ პარტიულ პრიზმაში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს უყვარს თქმა, პარტიულ ჭუჭრუტანაში“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, საქართველოს ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობასთან დაკავშირებითაც. როგორც მანჯგალაძემ განმარტა, საქართველოსთვის უსაფრთხოებისთვის უდიდესი ბედნიერება არის ის, რომ ამერიკის მსგავსი ქვეყანა არის სტრატეგიული პარტნიორი.

„ამერიკა ზესახელმწიფოა. ვის მოსწონს და ვის არა. საქართველოსთვის უსაფრთხოებისთვის უდიდესი ბედნიერება, რომ ამერიკის მსგავსი ქვეყანა არის სტრატეგიული პარტნიორი. ამას გამოყენება, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი არსებობს, სტუდენტებისთვის ვიზების გამარტივება. ეს საკითხები სახელმწიფო დონეზე უნდა დაისვას. სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლებას ივანიშვილის პარტია წარმოადგენს, რომელიც მისი ვიწრო პარტიულ ინტერესებს ვერ ცდება. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთავარ საფრთხედ გამოაცხადეს.

ამიტომ არ ეწყობა ურთიერთობა. პარტნიორების მხრიდან მზაობა არის, რომ მხარში დაუდგნენ საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკურ გაძლიერების კუთხით. ის, რომ ჩინეთთან აქვთ ურთიერთობა, უნდა გვქონდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერ ამერიკის შეერთებული შტატებია და შემდეგ ყველა“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო